ბექა ოდიშარია: თურქი ხალხი ჩვენი მეგობარია, ჩვენი უახლოესი მეზობელი – თავს ვალდებულად ვთვლით, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ძალგვიძს

“უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოსთვის გამოწვევა, როდესაც თურქეთის ხელისუფლება და მისი ხალხი გვერდით არ გვედგა. ეს ჩვენ გვახსოვს, ამას ძალიან ვაფასებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თურქი ხალხის დასახმარებლად, ყველაფერი გაკეთდება.

„პარლამენტარების თავმჯდომარისა და წევრების ინიციატივით, გადავწყვიტეთ, მოვაგროვოთ გარკვეული ტვირთი. შეგროვდება თანხა, როგორც პარლამენტის წევრების, ასევე აპარატის თანამშრომლების მხრიდან. თურქი ხალხი ჩვენი მეგობარია, ჩვენი უახლოესი მეზობელი. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოსთვის გამოწვევა, როდესაც თურქეთის ხელისუფლება და მისი ხალხი გვერდით არ გვედგა. ეს ჩვენ გვახსოვს, ამას ძალიან ვაფასებთ და ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენ ძალგვიძს, რათა ამ ადამიანებს ეს წარმოუდგენელი ტრაგედია შევუმსუბუქოთ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები