გორდან რადმანი: ერთგულნი ვართ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი

ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან რადმანი საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

როგორც ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, ხორვატია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი ერთგულია.

„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და ნაყოფიერი საუბარი. ერთგულნი ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის, საჭირო რეფორმების განხორციელების და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის იდეებისადმი”,- აღნიშნავს ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ ტვიტერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები