იაგო ხვიჩია: “ნაცმოძრაობა” ცდილობს, შემდეგ არჩევნებამდე საკუთარი თავი მიათრიოს, რათა შემდეგ არჩევნებამდე პოლიტიკაში იყვნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ცდილობს, შემდეგ არჩევნებამდე საკუთარი თავი მიათრიოს, რათა შემდეგ არჩევნებამდე პოლიტიკაში იყვნენ”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, არც ოპოზიცია და არც მმართველი ძალა ამომრჩევლის ნებას არ გამოხატავენ.

„ვიდრე სხვა რამეს მოიფიქრებენ, მომავალ პარლამენტში როგორ მოხვდნენ, ბანალური გზა არ ექნებათ – შეუერთდი „ნაცებს“ და პარლამენტში იქნები. ამ ბანალური გზის არდათმობის გამო არის ბოიკოტი. პოლიტიკაში დარჩენის სხვა გზის მოფიქრებას სჯობს, ძველ გზას მიმართონ. სამწუხაროდ, ამის გარდა, პოლიტიკური სპექტრი სხვა გზას ვერ ხედავს. ამომრჩევლის ნებას არც „ქოცები“ და არც „ნაცები“ არ გამოხატავენ. 2020 წლის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში იმდენი რამ მოხდა – ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, გახარია სადღაც, „ნაცების“ თავმჯდომარეც. 2020 წლის არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს, რადგან სხვანაირად არიან ტრანსფორმირებული“, – თქვა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები