ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულია ის, რომ თითოეული ნაბიჯი გადაიდგას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი – რას იტყვის კარასინი ან კუბილიუსი

“ჩვენთვის პრინციპულია ის, რომ თითოეული ნაბიჯი გადაიდგას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი – რას იტყვის კარასინი ან კუბილიუსი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი საზოგადოების ინტერესებია.

“არიან კონკრეტული მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ღრმად დაინტერესებული იმით, თუ რას იტყვის ერთ მხარეს მაგალითად კარასინი, მეორე მხარეს კუბილიუსი და ა.შ. ჩვენთვის ეს არ არის პრინციპული. ჩვენთვის პრინციპულია ის, რომ თითოეული ნაბიჯი გადაიდგას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვაკეთებთ ღრმა კომენტარებს მათ განცხადებებთან დაკავშირებით. ხანდახან გვიწევს კომენტარების კეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, როგორ აფასებენ კონკრეტული პოლიტიკოსები საზღვარგარეთ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენთვის მთავარია, თითოეული ნაბიჯი გადაიდგას ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იგივე ეხებოდა სანქციების თემას, იგივე ეხებოდა მოხალისეების გაგზავნის თემას, იგივე ეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს და ა.შ. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება არა იმის მიხედვით, თუ რა განცხადებას გააკეთებს ხვალ კარასინი ან კუბილიუსი, არამედ იმის მიხედვით, თუ რა შედის საზოგადოების ინტერესებში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები