3 წლის ძაღლი ტინტო, ქართველ მაშველებთან ერთად, თურქეთში სამაშველო ღონისძიებებშია ჩართული
3 წლის მაშველი ძაღლი – ტინტო, ქართველ მაშველებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში სამაშველო ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული.
ტინტო სპეციალურად არის გაწვრთნილი სამძებრო-სამაშველო აქტივობების ჩასატარებლად და საქართველოში მონაწილეობა არაერთ სამაშველო ღონისძიებაში აქვს მიღებული. როდესაც ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს პოულობს, ტინტო ყეფას იწყებს და მაშველებს ანიშნებს ამის შესახებ.
მაშველი ძაღლი ქართველ მეხანძრე-მაშველებთან ერთად სამაშველო ოპერაციებში აქტიურ რეჟიმში არის ჩართული და წარმატებით აგრძელებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.