ირაკლი კობახიძე – MKD ის განცხადებაზე: როცა ევროპის მასშტაბით ასეთი ცენზურა მოქმედებს, ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები; არ გამოვრიცხავ, ჩვენც მივმართოთ ევროსაბჭოს, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული

ყველა ბეჭდავს სტატიებს, რომელიც უკავშირდება „კრედით სუისს“ და რომელიც არყევს მის რეპუტაციას, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება მენეჯმენტზე, არცერთი სტატია აღარ იბეჭდება. როცა ევროპის მასშტაბით ასეთი ცენზურა მოქმედებს, ეს წარმოუდგენელია და ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები. არ გამოვრიცხავ, ჩვენც მივმართოთ ევროსაბჭოს იმისთვის, რომ ეს საკითხი იქნეს გამოძიებული, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფირმა MKD-ის წერილის კომენტირებისას.

მისი თქმით, ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, თუ ასეთი მასშტაბის კოორდინირებული ცენზურა მოქმედებს ევროპულ მედიაზე

„შემაშფოთებელი და წარმოუდგენელია, არცერთი გამოცემა არ ბეჭდავს, ყველა ბეჭდავს სტატიებს, რომელიც უკავშირდება ბანკს და რომელიც არყევს მის რეპუტაციას, მაგრამ როგორც კი საქმე მიდგება მენეჯმენტზე, არცერთი სტატია აღარ იბეჭდება. როცა ევროპის მასშტაბით ამ მასშტაბის ცენზურა მოქმედებს, ეს არის წარმოუდგენელი და ამით უნდა დაინტერესდნენ საერთაშორისო სტრუქტურები. არ გამოვრიცხავ, ჩვენც კი მივმართოთ მაგალითად ევროსაბჭოს იმისთვის, რომ ეს საკითხი იქნეს გამოძიებული. ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, თუ ასეთი მასშტაბის კოორდინებული ცენზურა მოქმედებს ევროპულ მედიაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები