„კაზანტიპის მთავრობა საქართველოს ტრადიციების შეურაცხმყოფელი საქციელის წინააღმდეგია“ (ფოტოკოლაჟი)
სამართალდამცავებმა რამდენიმე სტუმარს ამორალური საქციელისთვის და უხეშობისთვის, რესპუბლიკა კაზანტიპის ტერიტორია დაატოვებინეს, – ამის შესახებ „კვირას“ „რესპუბლიკა კაზანტიპის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრესატაშემ ნინო სტურუამ განუცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკა Z-ის მთავრობა მოუწოდებს თითოეულ მის ბინადარს თუ სტუმარს, გაითვალისწინონ, რომ რესპულიკა კაზანტიპში ზუსტად ისევე იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და კანონს, როგორც სხვაგან. ხოლო, ის არაერთი განცხადება, პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში, პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული კონტროლის შესახებ რეალურია! იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება, რადგან კაზანტიპის მთავრობა წინააღმდეგია საქართველოს ტრადიციების შეურაცმყოფელი და ამორალური საქციელის. ასე რომ, გაატარეთ ყველაზე ბედნიერი ზაფხული ანაკლიიდან განმუხურამდე გადაჭიმულ ულამაზეს სანაპიროზე, უმაგრეს მუსიკოსებთან ერთად და შეიგძენით რეალობის რეალური ალტერნატივა, და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. რაც შეეხება, ჩამოსულ ვარსკვლავებს. 21 აგვისტოს რესპუბლიკა კაზანტიპი გეპატიჟებათ RICARDO VILLALOBOS-ის მოსასმენად. ამ ადამიანს საქართველოში ზუსტად 7 წელი ელოდებოდნენ და ის დღეს ჩვენთანაა, განმუხურში. დღეს მოუსმენთ GUY GERBER-ს,SONJA -ს და კიდევ უამრავ შემსრულებელს”, – აცხადებს ნინო სტურუა.