ბათუმში აფთიაქი დააყაჩაღეს – დაწყებულია გამოძიება

ბათუმში, რურუას ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს.

თვითმხილველების თქმით, პირი თანხას ითხოვდა, თუმცა, მოახერხა თუ არა ფულის წაღება, უცნობია.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

აფთიაქი დღეს დილიდან მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. თანამშრომლები მომხდარზე არ საუბრობენ.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები