რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე მათივე მხარდამჭერებიც არ დადიან
მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე მათივე მხარდამჭერებიც არ დადიან.
“ისინი აქამდეც რეალურად ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, უბრალოდ, თუ აქამდე მოდიოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ რეგისტრაცია გაევლოთ და მერე მიდიოდნენ. ახლა მაგაზეც არ მოვლენ და ბოიკოტის რეჟიმს იყენებენ, რომ ხელფასი აიღონ. მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე მათივე მხარდამჭერებიც არ დადიან”,- აცხადებს იონათამიშვილი.