დიმიტრი ხუნდაძე – “ნაცმოძრაობაზე”: მათი ხელოვნური აურზაური უპერსპექტივოა – პარლამენტში დაბრუნდნენ, იმუშაონ და ქუჩაში დროის ტარებას თავი დაანებონ
“ყველაზე გონიერი გადაწყვეტილება იქნება, პარლამენტში დაბრუნდნენ, იმუშაონ და ქუჩაში დროის ტარებას თავი დაანებონ“, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელოვნური აურზაური უპერსპექტივოა.
„პარლამენტში იქნებიან თუ არა, მანდატებს დატოვებენ თუ არა, შედეგი ერთია – ისინი საპარლამენტო მუშაობაში არ ერთვებიან, იმის მაგივრად, რომ დეპოლარიზაციას შეუწყონ ხელი, პირიქით, პოლარიზაციას ზრდიან. მათი ხელოვნური აურზაური უპერსპექტივოა. ყველაზე გონიერი გადაწყვეტილება იქნება, პარლამენტში დაბრუნდნენ, იმუშაონ და ქუჩაში დროის ტარებას თავი დაანებონ“, – აცხადებს ხუნდაძე.