“თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი, საქართველოს ორი მოქალაქის ძებნა გრძელდება” – თურქეთში საქართველოს ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი, საქართველოს ორი მოქალაქე ქალის სამძებრო სამუშაოები.

ელჩის თქმით, 7 თებერვალს დიპლომატიურ მისიას 6 დაკარგული მოქალაქის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა, დღის ბოლოსთვის 4 ადამიანი იპოვეს და გადაყვანილი არიან “დაცულ სივრცეში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”.

რაც შეეხება დაკარგულ ორ ქალს, ელჩის თქმით, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან თურქულ მხარესთან.

ასევე, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა ნაპოვნი, ორი გარდაცვლილია და ორი დაკარგული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები