მიხეილ სარჯველაძე – პრეზიდენტზე: უფრო მეტად უნდა მოზომოს განცხადებები

“ეს არ შეეფერება მის სტატუსს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა განცხადებები უფრო მეტად უნდა მოზომოს.

„სერიოზულად ამის განხილვა ალბათ არც შეიძლება. აქედან გამომდინარე, უნდა მიაქციოს ხოლმე ყურადღება პრეზიდენტმა, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება, იქ რა თქმა უნდა უფრო მეტად ზომიერი უნდა იყოს, უფრო მეტად უნდა მოზომოს განცხადებები. ვფიქრობ, რომ ეს არ შეეფერება არც ერთ შემთხვევაში მის სტატუსს“, – აცხადებს სარჯველაძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “მიგვაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ ,,სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ”, ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები