A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით, უფლება ექნებათ – ავტობუსის ზოლში გააჩერონ მანქანა

ერთ-ერთი სიახლე, რაც ამ ტაქსის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება და რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, არის ცვლილება საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით A კატეგორიის ტაქსის მძღოლს მიეცემა უფლება, ავტობუსის ზოლში გააჩეროს მანქანა მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეხება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის ნებართვებს.

„პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები