„უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“ – ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა საგზაო უსაფრთხოების შესახებ კამპანიას იწყებს

ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის, EIB-ის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასშტაბური ერთიანი საკომუნიკაციო კამპანია – „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“ დაიწყო.

„ჩვენ მეტად უსაფრთხო და უკეთეს გზებს ვქმნით საქართველოში, ჩვენს პარტნიორებთან – ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელსაც დღეიდან ვიწყებთ, შეუძლია შეამციროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში. ყოველწლიურად, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის მეტად უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები