ლევან ქარუმიძე – სააკაშვილზე: არცერთი წვეთი სინანული, ადამიანი არ იცვლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

“აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი. დაახლოებით, იგივე ოდენობა პიარული კამპანიით ყოფილი სამშობლოს დაშანტაჟებისთვის. არცერთი წვეთი სინანული. ადამიანი არ იცვლება,” – წერს ქარუმიძე “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები