შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რა სისტემა შექმნა „ნაცმოძრაობამ“ – რა მომენტშიც ერთ გრამ ძალაუფლებას მიიღებენ, ძალადობრივ მიზნებს განახორციელებენ

ჩვენ ვხედავთ, რა სისტემა შექმნეს მათ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ვხედავთ, როგორ მოქმედებენ ოპოზიციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ პატარა პარტიებმა მკაფიო პოზიციით მოიპოვონ მხარდაჭერა, ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებზე იპარაზიტონ.

„რეალური საფრთხეა, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნას. ჩვენ ვხედავთ, რა სისტემა შექმნეს მათ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ვხედავთ, როგორ მოქმედებენ ოპოზიციაში, მათ შორის გუშინ ვნახეთ ოჯახში მივარდნები პირდაპირ. ეს ის მეთოდებია, რაც მათ ჰქონდათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა ოპოზიციაში არიან, უბრალოდ მათ არ აქვთ სახელისუფლებო ბერკეტები, რომ ძალადობრივი მიზნები განახორციელონ. რა მომენტშიც ერთ გრამ ძალაუფლებასაც კი მიიღებენ, და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე ვნახეთ, როგორ დაიწყო იქ პირდაპირ რეპრესიები, მათ შორის საბავშვო ბაღებში, რა მომენტშიც კი ერთ მისხალ ძალაუფლებას მიიღებენ, ამ ძალაუფლებას განახორციელებენ. ეს საფრთხე ჯერ აცილებული არ არის სწორედ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური პარტია, რომელმაც საქართველოში ჩამოაყალიბა ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული სისტემა, ოფიციალურად ეს სისტემა იყო ჩამოყალიბებული და აღიარებენ კიდეც, სისტემა, რომელიც იყო დამყარებული ადამიანის ჩაგვრასა და დათრგუნვაზე, ეს პარტია დღესაც 20-დან 30 პროცენტამდე ხმებს რომ იღებს არჩევნებზე, ქართული დემოკრატიის პრობლემაა.

ნაცვლად იმისა, რომ პატარა პარტიებმა მკაფიო პოზიციით მოიპოვონ მხარდაჭერა, ცდილობენ, იპარაზიტონ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებზე, ფიქრობენ, რომ რახან იქ არის კონსოლიდირებული ამომრჩევლების გარკვეული რაოდენობა, იქნებ იქიდან წამოიღონ ხმები და ყოველ ჯერზე უშვებენ ამ შეცდომას. საბოლოო ჯამში, არიან ღამურის პოზიციაში, კარგავენ თავის ამომრჩეველსაც და ვერც ახალ ამომრჩეველს იღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები