თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებით, 6 თებერვალს, კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება მოხდება.

„საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, თურქეთის საელჩო მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომელთა დასახელებაც ქვემოთაა მოცემული.

  • ქურთუკი-პალტო
  • საწვიმარი
  • ჯემპრი
  • ხელთათმანი
  • შარფი – კაშნე
  • ბერეტი
  • წინდა
  • საბანი
  • საძილე ტომარა
  • საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
  • ბავშვთა კვება
  • ბავშვის საფენები
  • დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
  • ქალის ჰიგიენური პაკეტები

საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ დახმარება მოიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.

თურქეთის საელჩო – ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი, Embassy.tbilisi@mfa.gov.tr

ბელიზ თურფჩუ: 511 130 198; ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560

GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი, gurtiad@gurtiad.ge

მერთ იუმუშაქერი: 577 562 000

MÜSİAD – ი. ჭავჭავაძის პრ. #37, Musiadtbilisi@hotmail.com; ხათუნა: 557 505 946

შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი, ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი, ისა ალთუნი: 577 562 007

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები