პაპუნა მარგველიძემ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები – ქრისტინა კობახიძე და ლევან ზალკალიანი, აგრეთვე ოთხივე მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა მერებთან ერთად განიხილა ის მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გასულ კვირას დაინიცირდა.
‘’2023 წელს გაგრძელდება ლენტეხი-ლასდილი-უშგული-მესტიის 51 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ამ მარშრუტმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა ადგილობრივი და განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება სოფელ უშგულამდე და მესტიამდე მგზავრობის დრო, აგრეთვე ინტენსიურად გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ მეორე ფაზის სამუშაოები, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ახალი პროგრამების შემუშავებასა და დაწყებასთან დაკავშირებით, დაგეგმილია ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის’’- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.
შეხვედრაზე რწმუნებულმა, აგრეთვე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია და ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზეც იმსჯელა. მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულ მუშაობასა და მათთან ეფექტურ კომუნიკაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები