საგამოძიებო სამსახური დამკრძალავ ბიურო “ჰერმესს” ამოწმებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დამკრძალავ ბიურო “ჰერმესს” ამოწმებს. ამის შესახებ „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა. საგამოძიებო სამსახურმა შპს “ჰერმესიდან” დღეს დოკუმენტაცია ამოიღო. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – გადასახადებისგან თავის არიდება და თანხის უკანონო მითვისება-გაფლანგვა. გრძელიშვილის ინფორმაციით, საგამოძებო სამსახურს ამ დროისთვის არავინ დაუკავებია და არც დაკითხვაზე იმყოფება ვინმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები