შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, წელს ევროკავშირი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ეხება.

მისივე თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ ივნისში იმსახურებდა.

„ჩვენ ამ დღეებში, კითხვარიდან გამომდინარე, ევროკომისიის შეფასება ვიხილეთ. მე მგონი, საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ საქართველო ჯერ კიდევ ივნისში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. სხვათა შორის, ჩვენ ეს შეფასებები შევადარეთ ასევე სხვა კანდიდატ ქვეყნებს. მაგალითად, ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელმაც კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიიღო, საგრძნობლად ვუსწრებთ ჩვენი მონაცემებით. ამიტომ, საქართველო ივნისშივე იმსახურებდა კანდიდატობას.

შარშან, 24 ივნისიდან მოყოლებული ყოველი დღე, როდესაც საქართველოს არ აქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს მიმართ უსამართლობაა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირი ამ მხრივ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც კანდიდატის მიღებას შეეხება“,- აცხადებს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები