რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: ვიმედოვნებ, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნებიან

“პრიორიტეტი რჩება 12 რეკომენდაციის შესრულება. რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციას, ვიმედოვნებ, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნებიან, თუ არა და ეს იქნება ის არჩევანი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი საზოგადოება მათ ობიექტურად შეაფასებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე საუბრისას განაცხადა.

იონათამიშვილი სახალხო დამცველის არჩევის საკითხსაც გამოეხმაურა.

„ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რაც იყო ძალიან საინტერესო. მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის მოქმედება. მათ სურდათ, აერჩიათ ოპოზიციის მორჩილი სახალხო დამცველი, რაც სახელმწიფო ინტერესებთან შესაბამისობაში არ მოდიოდა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები