ჰერჩინსკი: რისი ნახვაც გვსურს, ეს არის ევროკავშირთან დაახლოებაში საქართველოს სრული პოლიტიკური ელიტის მცდელობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია არა იმდენად 12-ვე რეკომენდაციის შესრულება, რამდენადაც შესრულების პროცესში სრული ეროვნული კონსენსუსი და პოლიტიკური ელიტის ჩართულობა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ 12-ვე მიმართულებაზე იქნება პროგრესი.

„როგორც ბევრჯერ გამიმეორებია, რისი ნახვაც გვსურს, ეს არის ევროკავშირთან დაახლოებაში საქართველოს სრული პოლიტიკური ელიტის მცდელობა. იმედი გვაქვს, 12-ვე მიმართულებაზე იქნება პროგრესი. რასაკვირველია, ზოგიერთის მიღწევა, დანარჩენებთან შედარებით, უფრო მარტივია. ზოგიერთი უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე ეს წლის ბოლოა. მაგრამ რისი ნახვაც გვსურს, ეს არის კონსტრუქციული და ინკლუზიური პროცესი. რისი ნახვაც გვსურს, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებაზე ეროვნული კონსენსუსი ქვეყნის ყველა პოლიტიკურ მონაწილეს შორის“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები