კასპში 7 წლის ბავშვზე ბიძა სექსუალურად ძალადობდა – მომხდარის ახალი დეტალები

კასპში 7 წლის ბავშვზე ბიძა სექსუალურად ძალადობდა. კაცი უკვე დაკავებულია. სპეციალური საჭიროების ბავშვმა ძალადობის შესახებ თავდაპირველად სკოლის მანდატურს უამბო.

“კურიერს” სკოლაში უთხრეს, რომ ბავშვს ყველაზე ახლო კონტაქტი სწორედ მანდატურთან აქვს. მან კი ინფორმაცია სკოლის დირექტორს მიაწოდა, რომელმაც სამართალდამცველებს შეატყობინა.

ბავშვს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ახლა მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გრძელდება გამოძიება. დანაშაული 20-დან 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები