მსოფლიოში ცნობილი, გავლენიანი ჟურნალისტები, ღვინის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და 50 საუკეთესო ქართული ღვინის დეგუსტაცია

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველო მასპინძლობს ქართულ ღვინის საერთაშორისო დეგუსტაციას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, ჩინეთის, შვედეთის გავლენიანი გამოცემების საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ღვინის კრიტიკოსები, სომელიები ესწრებიან. ინიციატივა ქართველ ბიზნესმენს, კომპანია “ასკანელის” დამფუძნებელს გოჩა ჩხაიძეს ეკუთვნის.

„ასკანელმა მთელი მსოფლიოდან მოწვეული ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები მათ შორის, Douglas Blyde, Georgios Iordanidis, Arif Babayev , Erik Segelbaum, Le Figaro, The drinks Business magazine – ერთი მიზნის გარშემო გააერთიანა – დააგემოვნეს საუკეთესო ქართული ღვინოები. და დღეს სხვადასხვა კომპანიის 50 საუკეთესო ქართული ღვინო, წარსდგა საერთაშორისო დეგუსტაციაზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს როგორც ღვინის დიდმა მწარმოებელმა კომპანიებმა, ისე მცირე მარნებმა. ვფიქრობ, ეს პლატფორმა ძალიან კარგი შესაძლებლობაა კომპანიებისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოჩენის მიმართულებით, ასევე კიდევ ერთი შესაძლებლობაა ღვინის მწარმოებლებისთვის, პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ ღვინოს საერთაშორისო ასპარეზზე, მსოფლიოს წამყვან გამოცემებში. მოხარული ვარ, რომ კომპანია “ასკანელი” საერთშორისო დონის ღვინის ექსპერტებს, კრიტიკოსებს და ჟურნალისტებს მასპინძლობს. “ასკანელი” თავის ღირსეულ სიტყვას ამბობს ჩვენი ქვეყნის ღვინის კულტურის რვაათასწლიან ისტორიაში“- განაცხადა „ასკანელის“ დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ.

ქართული ღვინო იქმნება გაბედული, შემოქმედებითი შესრულებით. ვენახის მოვლიდან ბოთლში ჩამოსხმამდე მთელი ციკლი მუდმივად განახლებად ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძნება. შესაბამისად დეგუსტაციაზე მონაწილეობას იღებენ საქართველოში არსებული როგორც მცირე მარნების, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიები: თელიანი ველი, შატო მუხრანი, მტევინო, ბარბარე, მეღვინეობა შუმი, ხომლი, ქართველი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, შალვინო, პრინცი იოანე ბაგრატიონი, ვაზისუბნის მამული, ვარდიაშვილის საოჯახო ღვინო, გიუაანი მეღვინეობა, მტევინო, გურამიშვილის საოჯახო მარანი და სხვა.

„გახარებული ვარ საქართველოში ყოფნით, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. რაც გავსინჯე იმ ღვინოებიდან გამოვარჩევდი „ასკანელის მუზას“, რომელიც გამოირჩევა ელეგანტურობით, განსაკუთრებული ვფოქრობ, ქართული ღვინო უფრო მეტ დაინტერესებას მოიპოვებს ფრანგულ ბაზარზე“ – განაცხადა ღვინის ექსპერტმა ვალერია ტენისოვამ.

საქართველოში ვიზიტის დროს სტუმრები თბილისის ღვინის მუზეუმს ეწვივნენ, ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის განვითარების ისტორიას გაეცნენ, ღვინოსთან დაკავშირებულ სამუზეუმო ექსპონანტები დაათვალიერეს.

„ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. სასიამოვნოდ ვარ გაოცებული ვარ ქართული ღვინის ხარისხით. განსაკურებით მინდა აღვნიშნო ქართული ქვევრის ღვინო, რომელიც არასოდეს გამისინჯავს. ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს პოტენციალი. აქ ჩვენ გავეცანით ქვევრის ღვინის წარმოებას და ვთვლით, რომ ქართული ღვინის შესწავლა კიდევ უფრო მეტ აღმოჩენას გამოიწვევს ჩვენში.
დიდ ბრიტანეთში სიფრთხილით ვეკიდებით და ცოტა რაოდენობით ვაწარმოებთ კარგ ღვინო, მაგრამ ეს უნიკალური კოლექცია ნამდვილად აღმოჩენაა ჩვენთვის. დიდი სურვილი გვაქვს კიდევ უფრო ახლოს გავეცნოთ ქართულ მეღვინეობას და მევენახეობას”- განაცხადა Evening Standart -ის ჟურნალისტმა დიდი ბრიტანეთიდან დუგლას ბლაიდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები