ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ იმსჯელა

2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული და სამომავლო საქმიანობის შესახებ იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებისა და აქტივობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 2023 წელს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით განახორციელებს.

მხარეებმა უწყების წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებიც განიხილეს. შეხვედრას, რომელიც ცესკოში გაიმართა ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ფრანკ დეშლერი და ამავე ორგანიზაციის საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია ესწრებოდნენ.

„ევროპის საბჭო საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ და მომავალშიც, 2023 წელს დაგეგმილი გვაქვს პროექტების ერთობლივი ძალებით განხორციელება.
შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია საარჩევნო რეფორმის აღსრულების ჭრილში ადმინისტრაციის ხედვაზე, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების იმპლემენტაციაზე და ამ მიმართულებით ადმინისტრაციის გამოწვევებსა და საჭიროებებზე. 2023 – 2024 წლები ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წლებია, ვინაიდან არჩევნებში ფართოდ იქნება გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიები, ვფიქრობ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავება საარჩევნო პროცესზე დადებითად აისახება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ფრანკ დეშლერმა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით მუდმივად ცდილობს განვითარებას და წინსვლას, რაც ძალიან მისასალმებელია. შეხვედრა 2 თებერვალს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები