ბარბარე ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
4 თებერვალს, 12:30 საათზე, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ბარბარე ყიფიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ცენტრში განთავსებულ მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად წარმოდგენილი იქნება საუკუნის წინ ჩამოტანილი ბარბარე ყიფიანის პირად საკუთრებაში არსებული სურათი და ნივთები.
ღონისძიებას გაუძღვება დიმიტრი ყიფიანისა და ბარბარე ყიფიანის შთამომავალი, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ მიქაძე.
ბარბარე ყიფიანის სულის სახსენებელ პანაშვიდს დეკანოზი მალხაზ ყიფიანი გადაიხდის.
ბარბარე ყიფიანი – დიმიტრი ყიფიანის უმცროსი შვილიშვილი – ექიმი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე იყო.
იგი იყო პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი ქალიც, ვინც გაჭრა გზა ევროპისკენ და კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა ქვეყანაში.
საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი, ოქროსა და ვერცხლის საერთაშორისო მედლების მფლობელი;
1910 წელს ბრიუსელის მუზეუმში მისი თაოსნობით დაარსდა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია; 1918 წელს სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნაზე;
1921 წელს რეპრესიების გამო ბრიუსელში დაბრუნდა;
ამჟამად მისი საფლავის ადგილი უცნობია…
მისამართი: ვახტანგ III- ის ქუჩა/2, (ყოფილი ტერენტი გრანელის ქუჩა, სვანეთის უბანი | ასასვლელი გორკის ძეგლთან), წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძართან არსებული ცენტრი.
————————