ირაკლი ქადაგიშვილი: ხალხში არსებობს რწმენა იმისა, რომ მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა

“ხალხში არსებობს რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანაში თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების კვლევის ნაწილშიც რიცხვები აჩვენებს, რომ ყველაზე მეტ ნდობას „ქართული ოცნება“ იმსახურებს.

„იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც საქართველოა, მაინც რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ ქვეყანაში თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა, ხალხში არსებობს. გარკვეულწილად, პოლიტიკური პარტიების კვლევის ნაწილშიც რიცხვები გვიჩვენებს, რომ ყველაზე მეტ ნდობას „ქართული ოცნება“ იმსახურებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები