ხობის მერმა აზერბაიჯანის კონსულს უმასპინძლა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ბათუმში, პარვიზ ისმაილზადას და კონსულს ანარ ქაზიმს შეხვდა.

ხობის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„შეხვედრას „შავი ზღვის (ყულევის) ტერმინალის“ წარმომადგენელი ანარ განიგევი და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს, მერმა სტუმრებს ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები