უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას.

ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“სსრკ-ს ნკვდ-ს ყველაზე ცუდი ტრადიციების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე და მიზანმიმართულად უქმნის მის სიცოცხლეს საფრთხეს.

უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის დეკლარირებულ კურსს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის დაცინვა და გადასცენ ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დადგნენ უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად, რომლის სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიების გამო”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები