გიორგი ამილახვარი: აჯობებს, უკრაინის მთავარსარდალმა მიხედოს სახელმწიფოს და ომს, რომელიც მის ტერიტორიაზეა, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს პატიმარ სააკაშვილის ბედით

“აჯობებს, უკრაინის მთავარსარდალმა მიხედოს სახელმწიფოს და იმ ომს, რომელიც დღეს მის ტერიტორიაზეა, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს პატიმარი სააკაშვილის ბედით”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი, მოკლას სააკაშვილი“.

ამილახვარის თქმით, სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია.

„სახელმწიფო, რომელიც დღეს ომშია, ჩვენ თავს ვიკავებთ მისი მაღალჩინოსნების მხრიდან გაკეთებული განცხადებების კომენტარებზე, თუმცა ალბათ აჯობებს, დღეს უკრაინის მთავარსარდალმა მიხედოს სახელმწიფოს და იმ ომს, რომელიც დღეს მის ტერიტორიაზეა, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს პატიმარი სააკაშვილის ბედით. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ მისთვის ყველა საჭირო ჯანდაცვის სერვისი არის უზრუნველყოფილი, მას შეთავაზებული აქვს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანოს და ჩართოს ქართველ ექიმებთან ერთად კონსილიუმში, მაგრამ ადამიანი როდესაც არის თვითდაზიანების რეჟიმში, არ მიჰყვება ექიმების დანიშნულებას, არ იღებდა შესაბამის კალორიებს და მედიკამენტებს ბუნებრივია, ერთადერთი პასუხისმგებელი, ვინც ამაზე შეიძლება, იყოს, არის თავად ის ადამიანი, ვინც არის თვითდაზიანების რეჟიმში. ვიდრეს ის არ გაათვითცნობიერებს, რომ მოუწევს ამ სასჯელის ბოლომდე მოხდა და გამოვა თვითდაზიანების რეჟიმიდან, მისი ჯანმრთელობა არის და იქნება სრულად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები