ზურაბ ჩხაიძე: მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს – ფაქტია, რომ სააკაშვილი მათ რეკომენდაციებს ასრულებს

მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი მთავარი ამოცანაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს, – ამის შესახებ “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ სააკაშვილი “ემპათიას” რეკომენდაციებს ასრულებს და არა კლინიკის ექიმების.

„ჩვენ ყოველთვის დღევანდელ დღემდე ვერიდებოდით კოლეგების მისამართით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. ჩვენ ყოველთვის კოლეგიალობის პრინციპს ვიცავთ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამიტომ იძულებული ვართ, მთელი ქვეყნის გასაგონად ვთქვა ის, რის თქმასაც ვაპირებ. რაც აქამდე არ გვითქვამს და ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ მინიშნებით ვამბობდით, მაგრამ ამ ადამიანებმა ეტყობა ვერ გაიგეს. რაც შეეხება კვებას, კვების რაციონთან დაკავშირებით, ეს ყოველთვის პაციენტის შემოსვლის დღიდან რჩება პრობლემა და პრობლემატური იყო. თუმცა, პაციენტი საწყის ეტაპზე მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს ექვემდებარებოდა, მაგრამ შემდეგში ამ კალორაჟის შემცირება მოხდა. მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს, გაუფრთხილდნენ პაციენტის სიცოცხლეს. ჩვენი პირველი მთავარი ამოცანაა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, ამიტომ ნუ გვიშლიან ამაში ხელს, ჩვენ პაციენტს არასდროს არ დავადანაშაულებთ და ვერ დავადანაშაულებთ ვერაფერში, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი მათ რეკომენდაციებს ასრულებს“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედის“კლინიკური დირექტორის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვების იმ კალორაჟს, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის მინიმალურია.

„აქამდე მივანიშნებდი და ახლა ღია ტექსტს ვამბობ, ეს ყველაფერი კალორაჟი შერჩეულია, იმ ჯგუფის ექიმების მიერ და შესაბამისად, პაციენტი ექვემდებარება იმას, ანუ ეს ის კალორაჟია, რომელიც მინიმალური რაოდენობაა სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუ არა გასაუარესებლად. მე ამიტომაც წინა კომენტირებისას ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა ასე თუ გაგრძელდება შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს, ეს ადამიანები ჩასაფრებულებია არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამით ლამის ყიჟინა შემოცხონ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი გარკვეული მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობდა, ეს კი ცენტ „ემპათიის“ რეკომენდაციით ხდებოდა.

„ეს კვებასაც ეხება და მედიკამენტების შერჩევითობასაც. თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში, გარკვეულ მედიკამენტზე უარს ამბობდა, ესეც ამ ორგანიზაციის ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა, ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენს ექიმებს ნაკლები საშუალება ეძლეოდათ, მიზანი იყო ის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე, ამ მდგომარეობამდე და შემდეგ დასმულიყო კითხვა აი, რა გააკეთეთ რვა თუ ცხრა თვის განმავლობაში?!“- განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები