გიორგი ვოლსკი: ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემა არსებობს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, დასაქმების სფეროში, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენციები გაცილებით უკეთესია
“არ მინახავს NDI-ის კვლევის შედეგები, მაგრამ რაღაც გარკვეული ნაწილი ჩვენთვის ცნობილია. მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა, რაც მმართველი გუნდისთვის ცნობილია.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემა არსებობს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, დასაქმების სფეროში, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენციები გაცილებით უკეთესია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ მახსოვს შეფასება წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც NDI-მ მიახლოებით მაინც გამოიცნო არჩევნების შედეგები. NDI-ზე არ არის აქ საუბარი. NDI, IRI ჩვენი საკმაოდ საინტერესო პარტნიორები არიან, არიან ორგანიზაციები, ვინც უკვე წლებია, ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.