NDI: თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ქალების 46% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაცულად გრძნობს, მაშინ, როცა იმავე პოზიციას კაცების 24% იზიარებს.

კითხვას, რამდენად ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით მოსაზრებას: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს ზოგადად დაცულად ვგრძნობ – 53% ეთანხმება, 46 %- არ ეთანხმება, 1%-მა – არ იცის.

მაშინ, როცა თანხმობას იგივე კითხვაზე კაცების 71 პროცენტი აცხადებს, 24 პროცენტი კი არ ეთანხმება.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

კვლევა ქვეყნის მასშტაბით 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები