მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია
“მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ჯანმრთელობას შეგნებულად იუარესებს და ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.
მისივე თქმით, არავითარ წამებას ადგილი არ აქვს.
“სამწუხაროდ, ხელისუფლების ბევრი ოპონენტია, ვინც მოწადინებულია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით რაღაც დრამატული და ისტერიული ფონი შექმნან. სამწუხაროდ, აქტიურია მოწოდებები თვითდაზიანების გაღრმავების მიმართულებით. რა საკვირველია, ეს ცეცხლთან თამაშია, ეს არ არის კეთილსინდისიერი და ზნეობრივი მათი მხრიდან. რაც შეეხება ევროპარლამენტს, თქვენ ხედავთ, რა არის ფაქტობრივი მოცემულობა. არ ვიცი, იგივე ევროპარლამენტარებიდან ვინ რაზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებებს, რომ წამებას აქვს ადგილი. ვშიშობ, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასწორ ინფორმირებას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მიკერძოებულ დასკვნებს. ფაქტია, რომ არავითარ წამებას ადგილი არა აქვს. ეს ადამიანი დაკავებულია თვითდაზიანებით და მან უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, რაც ასეთ ქცევას მოსდევს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.