შალვა პაპუაშვილი: „ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 3 წევრ ქვეყანასა და ნატოს წევრ 7 ქვეყანას

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „2022 წლის ადამიანის თავისუფლების ინდექსს“, რომელსაც „ფრეიზერის ინსტიტუტი“ და „კატონის ინსტიტუტი “ ერთობლივად აწარმოებენ.

„ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველომ 11 საფეხურით წინ წაიწია და წლიური თვალსაზრისით რეიტინგში დაწინაურებულთა საუკეთესო ათეულშია. ამჟამად საქართველო მსოფლიოში 43 ადგილს იკავებს, უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 3 წევრ ქვეყანასა და ნატოს წევრ 7 ქვეყანას“, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები