NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს.
NDI-ის კვლევის მიხედვით, აღნიშნულ კითხვას დადებითად 69%-მა უპასუხა, 21%-მა თქვა, რომ სავიზო რეჟიმი არ უნდა შემოვიღოთ, ხოლო 10%-მა თქვა, რომ არ იცის.
კვლევის მიხედვით, სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში.
ამასთან, NDI-ის კვლევაში ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობა რუსი ხალხის მიმართ დადებითადაა განწყობილი – კითხვას დადებითად 56%-მა უპასუხა, 38% თქვა, რომ უარყოფითად, 6% თქვა, რომ არ იცის, ხოლო 1% უარი პასუხზე.
კვლევა ქვეყნის მასშტაბით 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.