NDI: გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბეა – განათლების დაბალი ხარისხი მთავარ გამოწვევად დასახელდა

“ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება”, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? – ეროვნულ დონეზე გამოკითხვის შედეგები შემდეგია: ფასების ზრდა – 39%, სამუშაო ადგილები – 38%, სიღარიბე – 30%, ტერიტორიული მთლიანობა – 25%, პენსიები – 24%.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, განათლების დაბალი ხარისხი, სწავლის მაღალი საფასური და მასწავლებლების/ ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია განათლების სფეროს მთავარ გამოწვევებად დასახელდა.

კითხვაზე: რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: განათლების დაბალი ხარისხი- 37%, უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური -20%, მასწავლებლების/ლექტორების დაბალი ხელფასები – 19%. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები