სებ-ის პრეზიდენტი: 2022 წლის ეკონომიკური ზრდა ვიზიტორთა შემოდინების ფაქტორის გარეშეც მაღალი იქნებოდა

2022 წლის ეკონომიკური ზრდა ვიზიტორთა შემოდინების ფაქტორის გარეშეც მაღალი იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, ტურიზმის სწრაფი აღდგენითა და ბიზნესების გახსნით იყო განპირობებული.

„ვიზიტორთა შემოდინებამ, თავის მხრივ, განთავსებისა და კვების სექტორის მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა, რაც ერთობლივი მოთხოვნის ზრდაზე აისახა. თუ შევაფასებთ ათპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, რომელიც, წინასწარი შეფასებით, 2022 წელს გვქონდა, ვიზიტორთა შემოდინების ფაქტორის გარეშეც, ზრდა მაინც მაღალი იქნებოდა, რადგან გასულ წელს საკმაოდ სწრაფად აღდგა ტურიზმი და სხვა ბიზნესებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკამ აჩვენა გარკვეულწილად შოკების მიმართ მდგრადობა. გავაკეთებ ასეთ შეფასებას და ვიტყვი, რომ ეკონომიკურ ზრდაში მიგრანტების კონტრიბუცია დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტი იყო“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები