მიხეილ სარჯველაძე: ცდილობენ, შექმნან ხელოვნურად დრამატული სცენა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით და ამით მიაღწიონ პოლიტიკურ ამოცანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპონენტები ცდილობენ, შექმნან ხელოვნურად დრამატული სცენა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით და ამით მიაღწიონ პოლიტიკურ ამოცანას.

„საყურადღებოა ვალდებულებების შესრულება პატიმართან მიმართებით და ა.შ. ეს გასაგებია. აქტიურია ამ თვალსაზრისით ხელისუფლება, შესაბამისი დაწესებულებები. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვითარება არის საკმაოდ მარტივი, ცდილობენ, რომ შექმნან ხელოვნურად დრამატული სცენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რისი საშუალებითაც ცდილობენ, მიაღწიონ პოლიტიკურ ამოცანას, რომ გადაფარონ სამართლებრივი საჭიროება, აიცილონ სასჯელი და შესაბამისად, გათავისუფლდნენ“, – აცხადებს სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები