საფრანგეთში 9 თვის წინ გაუჩინარებული, საქართველოს მოქალაქის ცხედარი პოლიციამ ნაგავსაყრელზე იპოვა – დაკავებულია 6 პირი

საფრანგეთის პოლიციამ 9 თვის წინ გაუჩინარებული, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვა – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი 2022 წლის აპრილში ნანტთან გაუჩინარდა, მას შემდეგ კი გამოძიება და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.
სამართალდამცველებმა დაკარგული კაცის ცხედარი ლუარა-ატლანტიკის მანქანების ნაგავსაყრელზე ნახეს.

“მათ გაიარეს 30 კილომეტრზე მეტი ნანტიდან, გადაიარეს მინდვრები, სანამ არ მივიდნენ ძველ ფარდულში, მიტოვებულ მანქანების ნაგავსაყრელთან. მსხვერპლი ჩააგდეს ორმოში, რომელიც დაფარული იყო ბეტონის ფილებით”, – წერს ფრანგული მედია.

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებმა 19-დან 22 წლამდე ასაკის 6 ეჭვმიტანილი დააკავეს. სამი ფრანგი ეროვნებისაა, ერთი – გერმანელი, ერთი – რუსი და ერთიც – ქართველი. სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციაში დანაშაული აღიარეს. დაკავებულთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.

მოკლული ელბრუსი გარაჯაევი 30 წლამდე იყო და ქვემო ქართლში ცხოვრობდა. ის საფრანგეთში თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა და ქვეყანაში მეუღლესა და შვილებთან ერთად ორი წლის წინ ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები