ქართული კუთხე კანბერაში

  ავსტრალიაში, ქალაქ კანბერაში ყოველწლიური მრავალკულტურული ეროვნული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში ავსტრალიაში აკრედიტირებული საელჩოები, სხვადასხვა ეთნიკური თემები და ორგანიზაციები მონაწილეობენ. ფესტივალი ყოველწლიურად ორასი ათასზე მეტ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს. საქართველო ამ ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობს. ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით მოეწყო ქართული კუთხე. გამოიფინა ქართული ტრადიციული ტკბილეული, ღვინო და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიზუალური მასალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები