ჯანმო-მ COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა.

ამის შესახებ უწყების შესაბამისი კომიტეტის დასკვნაშია ნათქვამი.

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კომიტეტის რეკომენდაციას დაეთანხმა და თქვა, რომ ის კვლავაც წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საგანს.

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსის პანდემია შესაძლოა, მიუახლოვდეს გარდამტეხ ეტაპს.

მათი აზრით, ვაქცინაციის და გადატანილი ავადობის შედეგად, მსოფლიო მოსახლეობაში არსებული იმუნიტეტის მაღალი დონე, სავარაუდოდ, დადებით გავლენას მოახდენს ავადობასა და სიკვდილიანობაზე.

”ეჭვგარეშეა, რომ ეს ვირუსი დარჩება პათოგენად ადამიანებსა და ცხოველებში, უახლოეს მომავალში,” – ასკვნის კომიტეტი.

ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსის ზემოქმედების შერბილება ავადობასა და სიკვდილიანობაზე ”მიღწევადია და უნდა იყოს პრიორიტეტული მიზანი”.

ამასთან დაკავშირებით, კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა ჯანმო-ს, რომ, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, იყოს შემუშავებული Covid-თან ბრძოლის ალტერნატიული მექანიზმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები