პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, 147 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Geo TV ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე 28 დაღუპულსა და 150 დაშავებულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

მეჩეთში აფეთქება დღეს მოხდა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა ლოცვის დროს აიფეთქა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები