“ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
“არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული, მე მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს, რაზეც მე და ათასობით ადამიანი საჯაროდ ვსაუბრობდით, ვუსურვებ – პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით და მინდა, ვიმედოვნებ, რომ ის ამას მოახერხებს. არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მე ამ ბრძოლაში ვრჩები, ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და, რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში”, – განაცხადა მელიამ.