ქუთაისელი გიორგი არაბიძე თბილისის მოცარტის სახელობის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე გიორგი არაბიძე თბილისის მოცარტის სახელობის მე-8 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ავრცელებს.
„გიორგი არაბიძეს და მის პედაგოგს, ქ-ნ ლედა კანკავას ვულოცავთ თბილისის, ვ.ა.მოცარტის სახელობის მე-8 საერთაშორისო კონკურსის I პრემიას“!
კონკურსი თბილისში ჩატარდა და მასში ქართველ შემსრულებლებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ქუთაისელი გიორგი არაბიძე ბორჯომის თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მერვე საერთაშორისო კონკურსის მეორე ადგილის, ასევე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი და თიბისი ბანკის სტიპენდიატია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები