როგორ აშენდა ყალბი ქალაქი ომის დროს ნაცისტების მოსატყუებლად

1942 წელს, როდესაც იაპონიის სამხედრო ძალებმა დაიკავეს ალასკას ახლომდებარე კუნძულები, საფრთხე დაემუქრა აშშ-ის ძალების სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოო ობიექტებს. ერთ-ერთი მათგანი – ბომბდამშენების ქარხანა – იაპონელი მფრინავებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ეს საწარმო აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ბოინგის“ ფირმის თვითმფრინავების ასაშენებლად, რომელთაც ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდნენ. სამხედროებმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს – შეენიღბათ საწარმო საცხოვრებელ ქალაქად, ვინაიდან არ დაბომბავდნენ ჩვეულებრივ დასახლებულ პუნქტს, თუკი არ არსებობდა ამისგან რაიმე სარგებელი.

მოედანზე ჰოლივუდი გამოჩნდა – სამხედროებმა ცნობილ არტ-დირექტორს, ჯონ სტიუარტ დეტლის მიმართეს, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო ფილმ „მწარე სიტკბოს“ დეკორაციებისთვის 1940 წელს. განათლებით არქიტექტორმა, დეტლიმ კინოწარმოების საუკეთესო მეთოდები გამოიყენა იმისთვის, რომ ნამდვილთან მიმსგავსებული ქუჩები, სახლები, ტროტუარები და ხეები გაეკეთებინა. მან ქარხნის თავზე მთლიანი ქალაქი ააშენა. ზემოდან სამხედრო საწარმოს გარჩევა შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი ქალაქისგან.

„ბოინგის“ ქარხნის თავზე კომუფლაჟის ნაგებობები სინამდვილეში ადამიანის სიმაღლეზე ნაკლები იყო. ასე გამოიყურებოდა ყალბი ქალაქი ციდან. ასეთი რთული შენიღბვა შეძლება ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ქარხნის მუშებს ამშვიდებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები