ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6491 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0040 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8847 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8788 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები