სააპელაციომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

მეორე ინსტანციაში ორივე მხარე დავობდა. პროკურატურა ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით თანხების გათეთრებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა წარდგენილი ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. მუხლის ხანდაზმულობის გამო კი მათ სასჯელი არ განესაზღვრათ. პროკურატურა ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის მიმართ თავდაპირველად წარდგენილი ბრალდების დაბრუნებას ითხოვდა.

განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდათ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელსაც, მათ მიაჩნიათ, რომ მათ მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოაცხადა. მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადაკვალიფიცირდა, თუმცა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. კერძოდ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადაკვალიფიცირდა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან – თაღლითობაში მონაწილეობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები