გურჯაანის სოფლების: ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება – მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება – მშენებლობას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპს „კომფორტმშენ XXI“ -ის დირექტორმა, ლაშა კიტიამ. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 17 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილების მოწყობას, დამატებით მოეწყობა ველისციხის ქსელი. გარდა ამისა რეაბილიტირდება არსებული რეზერვუარი. მეორე ეტაპის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები