დავით მათიკაშვილი: გრძელდება მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი “CS Victims”-ის სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ზეწოლას “Credit Suisse”-თან სამართლებრივ დავაში ადასტურებს.

“გრძელდება მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და შემდგომ მან გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის და საქართველო ჩაერთოს ომში, გაიხსნას მეორე ფრონტი.

სწორედ ამ ზეწოლაზე საუბრობენ ადვოკატები და ადრეც იყო არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ასრულებს ისეთ დავალებებს და დგამს ნაბიჯებს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპუტაციას შეესაბამება და საქმიან ურთიერთობებში მსგავსი ქცევა არ არის მიღებული. აშკარაა, რომ ხდება კონკრეტულ პიროვნებაზე ზეწოლა და შანტაჟი”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები